4:21 PM აბრამოვიჩი მზადაა მოურინიოს ტრანსფერებისთვის 100 მილიონი გამოუყოს | |
![]() ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ პორტუგალიელის "რეალიდან” წასვლაზე კვლავ ალაპარაკდნენ. დორტმუნდის "ბორუსიასთან” (3:4) ორმატჩიანი დუელის დათმობის შემდეგ, მოურინიომ გაგებით განაცხადა, რომ იქ მუშაობა სურს, სადაც იგი უყვართ და აფასებენ, ანუ ინგლისში. ბრიტანეთში ეს განცხადება ძალიან ბევრმა ისე შეაფასა, როგორც მინიშნება, "ჩელსიში” დაბრუნებაზე. დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომან აბრამოვიჩს იმის დამტკიცება სურს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის პორტუგალიელის დაბრუნება. რუსი მზადაა "განსაკუთრებულს” ტრანსფერებისათვის 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოუყოს. ამ თანხით მოურინიო შემადგენლობის გაძლიერებას მხოლოდ თავისი სასურველი ფეხბურთელებით შეძლებს. ვარაუდობენ, რომ ამ თანხის დიდ ნაწილს პორტუგალიელი მწვრთნელი "ატლეტიკოს” ფორვარდის რადამელ ფალკაოს, "ბაიერის” შემტევი ნახევარმცველის ანდრე შიურლესა და "ევერტონის” ნახევარმცველის მარუან ფელაინის ტრანსფერებში გადაიხდის. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |