6:14 PM
აბრამოვიჩი მზადაა გვარდიოლას წელიწადში 18 მლნ ფუნტი გადაუხადოს



ბრიტანულმა პრესამ დაასახელა წარმოუდგენელი თანხა, რომელსაც, როგორც ჩანს, ლონდონის "ჩელსის" მფლობელი "ბარსელონას" ექს-თავკაცს შესთავაზებს.

"ჩელსის" მფლობელმა რუსმა ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა პეპ გვარდიოლა, შესაძლოა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპეციალისტად აქციოს.

მოგეხსენებათ, ძალიან დიდი ხანია, რაც "ჩელსი" ესპანელი სპეციალისტის გადაბირებას ცდილობს, რომელსაც კონკურენციას ისეთი გრანდები უწევენ, როგორებიც "ბაიერნი", "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან.

აბრამოვიჩის მთავარი "კოზირი" სახელფასო თანხაა, რომელსაც იგი გვარდიოლას სთავაზობს. იტყობინებიან, რომ რუსი ბიზნესმენი მზადაა პეპს სამ წელიწადში 54 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადოს (წელიწადში 18 მილიონი ფუნტი), რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის ხელფასზე ორჯერ მეტია (7,6 მილიონი ფუნტი წელიწადში), რომელიც ამჟამად დიდი ბრიტანეთის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპეციალისტად ითვლება.

"რომანს სურს "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი პეპმა დაიკავოს. იგი აბრამოვიჩის ფავორიტია და მას კიდევ ერთ დიდ შეთავაზებას უმზადებს",-განაცხადა აბრამოვიჩის ახლო მეგობარმა Daily Express-თან ინტერვიუში.

რაც შეეხება რაფაელ ბენიტესს, ამჟამად მას მოკვეთა არ ემუქრება, თუმცა თუ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "ჩელსიმ" ერთი ტიტულის მოგებაც თუ ვერ შეძლო, მაშინ მას დაუყოვნებლივ გაანთავისუფლებენ.
 
ნანახია: 261 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: