9:05 PM აბიდალს “ბარსელონასთან” გახანგრძლივება სურს | |
![]() ფრანგ მცველს, ზაფხულიდან შესაძლოა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიენიჭოს. მიმდინარე ხელშეკრულება, მოთამაშის კლუბში დარჩენას, 2013 წლის ზაფხულამდე ითვალისწინებს. აბიდალი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გუნდს ღვიძლის ოპერაციის შემდეგ დაუბრუნდა, თანამშრომლობის გაგრძელებაზე თანახმაა. "ყველაფერი კლუბის ხელმძღვანელებზე იქნება დამოკიდებული. მართლაც, ჩემი ამჟამინდელი კონტრაქტი, ივნისში მთავრდება, მაგრამ უკვე დიდი ხანია, რაც მოედანზე დასაბრუნებლად ვიბრძვი. კარიერის დასრულებას, ჯერ არ ვაპირებ. მსურს კატალონიაში დავრჩე. მე და ჩემი ოჯახი, აქ ყველაფრით კმაყოფილნი ვართ.”-განაცხადა ერიკ აბიდალმა. შეგახსენებთ, მანამდე გამოცდილი მცველით, "პარი სენ ჟერმენი” ინტერესდებოდა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |