10:35 AM
აბიდალი და ბუსკეტსი “ბაიერნთან” შეხვედრას გამოტოვებენ



"ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრის წინ ორ ფეხბურთელს კარგავს.

ტრადიციული მატჩისწინანადელი პრესკონფერენციის მიმდინარეობისას "ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ "ბაიერნთან” გასამართ ხვალინდელ შეხვედრაში მცველის ერიკ აბიდალისა და ნახევარმცველის სერხიო ბუსკეტსის შესაძლო მონაწილეობაზე არ უსაუბრია, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ორივე ფეხბურთელი ოთხშაბათს "კამპ ნოუზე” გასვლას ვერ შეძლებს.

ბუსკეტსს მენჯის ღრუს დაზიანება ჯერ კიდევ არ მოუშუშებია, რომელიც გასულ კვირაში მიიღო, აბიდალმა კი ბარძაყის კუნთი დაიზიანა.

შეგახსენებთ, კატალონიელების ლაზარეთში, რომლებსაც ანგარიშით 0:4-ის აღმოფხვრა მოუწევთ, დიდი ხანია, რაც მცველები კარლეს პუიოლი და ხავიერ მასკერანო იმყოფებიან, ხორდი ალბა კი ხვალინდელ დაპირისპირებაში მონაწილეობას გადამეტებული ყვითელი ბარათის მიღების გამო გამოტოვებს.

ნანახია: 284 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: