4:32 PM 7-კალიბრიანი.”ბაიერნმა” “ბარსელონას” გადაუარა | |
მიუნხენის "ბაიერნმა” საპასუხო მატჩშიც დიდი ანგარიშით მოუგო "ბარსელონას”,მაგრამ ამჯერად 0:3.
ტიტო ვილიანოვამ მესი სკამზე დატოვა.”ბარსელონამ” პირველი მატჩი 4:0 წააგო და მისი ფეხბურთელები და მწვრთნელები ერთი კვირის განმავლობაში საუბრობდნენ,რომ სასწაული შესაძლებელია და ბოლომდე იბრძოლებდნენ.ვილანოვამ კი მესი,ცოცხალი მესი სკამზე დასვა და აყურებინა საკუთარი გუნდის ტანჯვა 90 წუთის განბავლობაში.
"ბარსელონა” უნდა გადაქცეულიყო ჰოკეის საუკეთესო გუნდად,რომ გასულიყო ფინალში.მოედანზე დაედო ყველაფერი,რაც ჰქონდა.ეთამაშა შესაძლებლობების 110,120,200 პროცენტით და ამით გაემართლებინა საკუთარი მარცხი მიუნხენში.ერთადერთი გამართლება "ბარსას” ფეხბურთელის,რომელიც მაქსიმუმს არ გააკეთებდა ნოუ კამპზე უნდა ყოფილიყო მისი სიკვდილი.
მესი ხომ ცოცხალი იყო!
"ბილბაოში მესიმ ითამაშა იმიტომ,რომ თავს უკეთ გრძნობდა.მატჩის ბოლოს მან უცნაური გრძნობების შესახებ აღნიშნა.ეს არ იყო ტრავმა.ის თავს არც თუ ისე კარგად გრძნობდა.მან იცოდა,რომ ასეთ მდგომარეობაში საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარებოდა.”-განაცხადა მატჩის შემდეგ ტიტომ.
მაშ ასე,”ბარსელონა” დაამცირეს მიუნხენში.მას სჭირდება სასწაული,რომ ფინალში გავიდეს,მისი საუკეთესო ფეხბურთელი კი "უცნაურ გრძნობებს განიცდის”.ამ გრძნობების გამო ის ძირითადში ვერ გამოდის?მწვრთნელი კი ამბობს მატჩის შემდეგ,რომ ფინალში გასვლის მცირე შანსიც,რომ გაჩენილიყო მესის გამოიყვანდა?
ეს მწვრთნელივე 0:1 ანგარიშზე ხსნის ჩავის და გამოყავს ალიქსის "მე გოლს ვიტან თვეგამოშვებით” სანჩესი,ხოლო კიდევ 10 წუთში გაყავს ინიესტა.
მან თვითონ ნახა როგორ შეიცვალა "ბარსას” თამაში "პსჟსთან” საკუთარი ლიდერის გამოსვლის შემდეგ.ახლა "ბარსელონამ” ეს სტიმული ვერ მიიღო.ის დარჩა ლიდერის გარეშე,რომელიც გუნდს წინ წაუძღვებოდა და სხვა თუ არაფერი ფეხბურთს მაინც ათამაშებდა მის გუნდს.
გაუგებარია საერთოდ რაში სჭირდებოდა "ბარსას” საპასუხო მატჩი.პირველ ტაიმში პიკემ მოახერხა ვარდნაში რამდენიმე ბურთის ართმევა,ვიკტორ ვალდესმა ფენომენალური პასი გაუკეთა ვილიას და ხავიმ დაარტყა კარს ზემოთ.შემდეგ არიენ რობენმა გაიტანა კლასიკური გოლი,როდესაც ყველამ იცის,რომ იგი მიდის მარცხნივ და არტყამს.ეს ყველამ იცის,მაგრამ "ბარსამ” მაინც გაუშვა და კატალონიური კლუბი გაქრა.
პრინციპში უხერხულია სიტყვა გაქრა.ის ხომ არც იყო!მე ვიბრძვი-შესაბამისად მე ვარსებობ.ასეთი რამ "ბარსამ” ვერ შესთავაზა გერმანულ მანქანას.”ბაიერნმა” სასტარტო შტურმიც კი ვერ მიიღო.ისეთი,როგორიც "მილანმა”.ამ შტურმმა გადაატრიალა მატჩი.”ბაიერნი” ბევრად კონკრეტულად,სწრაფად და აგრესიულად გამოიყურებოდა.ეს სისწრაფის,აგრესიისა და მეტოქის მანევრირების დეტალური ცოდნის ნარევი არ აძლევდა "ბარსას” მცირედ გააზრებული შეტევის კონსტრუირების საშუალებას. ამ ყველაფრის შედეგად "ბარსელონამ” დაიწყო უაზრო ჩაწოდებები.საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს გზას უღობავდა გიგანტი ვან ბუიტენი ან არც თუ ისე პატარა ბოატენგი.მართალია მატჩის მიწურულს ვილიამ მოახერხა საჯარიმოში მაღალი ბურთის მოგება და კარის მიმართულებით დარტყმა,მაგრამ ამაოდ. შემდეგ გაიტანეს ხერარ პიკემ(საკუთარ კარში) და ტომას მიულერმა(მეტოქის კარში).”ბაიერნმა” კვლავ მიაღწია დიდ ანგარიშს,მაგრამ ამჯერად სხვანაირად. ამ დაპირისპირების შედეგი ორმა ფაქტორმა განაპირობა.”ბაიერნის” ბრწყინვალე ფორმამ და "ბარსელონას” საშინელმა თამაშმა.
ტიტო ვილიანოვას რაც შეეხება,ჰაინკესმა მას პირველ მატჩში ტაქტიკისა და სტრატეგიის გაკვეთილი ჩაუტარა.ვილიანოვამ მეორე მატჩში საკუთარი ფეხბურთელების მიმართ დიდი სიყვარული გამოავლინა.მან არ გამოუშვა მესი და მოხსნა ხავი,ინიესტა.ამით მან მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ![]() | |
|
სულ კომენტარები: 0 | |