გუშინ ღამით ალეშანდრე პატომ "მილანი" დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. "კორინთიანსს" ბრაზილიელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწია იტალიური მხარისთვის. ფეხბურთელის კონტრაქტი 4 წელზე იქნება გათვლილი. პატო "როსონერიში" 2007 წელს გადაბარგდა, ჩაატარა 117 მატჩი და გაიტანა 51 გოლი.

დემბა ბა კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს. ნაშუადღევს კლუბებმა ოფიციალურად დაადასტურეს ტრანსფერის შესახებ. "ნიუკასლი" სენეგალელში დაახლოებით 7 მილიონ ფუნტ სტერილნგს მიიღებს. 27 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბში 29 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ბამ "ნიუკასლის" მაისურით 54 მატჩი ჩაატარა და 29 გოლის გატანა მოახერხა.

"ნიუკასლმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფრანგი მარჯვენა მცველი - მატიე დებუში დაიმატა. 27 წლის ფეხბურთელმა კლუბთან ხუთწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ფიორენტინამ" "ვილიარეალიდან" ჯუზეპე როსი გადაიბირა 11 მილიონ ევროდ. 25 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე 136 მატჩში 54 გატანილი გოლია ესპანური კლუბის მაისურით. ფეხბურთელს მძიმე ტრავმის გამო წელიწადზე მეტი გაუცდა. სავარაუდოდ როსი კიდევ რამდენიმე ხანი ვერ შეძლებს მოედანზე გამოსვლას.

22 წლის ლუის ჰოლტბიზე გუშინ პრემიერ ლიგის ტოპ კლუბებს ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული. "ლივერპული", "არსენალი" და "ტოტენჰემი" მზად იყვნენ გერმანელი ფეხბურთელი შეეძინათ. საბოლოოდ, გამარჯვებული ლონდონის "ტოტენჰემი" გამოდგა. ჰოლტბი "შალკედან" ნისლიან ალბიონზე ზაფხულში გადაბარგდება.

ვეტერანი ფეხბურთელი კარიერას "ინტერში" გააგრძელებს. ტრანსფერისა და ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, პრესა იტყობინება, რომ როკი "ნერაძურის" ნახევარი მილიონი ევრო დაუჯდა და მასთან მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი. "ჯუზეპე მეაცაზე" როკი 18 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

"ბარსელონას" თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ კარიერა შესაძლოა ლონდონის "არსენალში"გააგრძელოს. წყაროს ინფორმაციის თანახმად, "არსენალმა" "ბარსელონას" ვილიას ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა: ლონდონელები მზად არიან დავიდის სანაცვლოდ 13,8 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადონ, თავად ფეხბურთელს კი კვირაში ხელფასის სახით 100 ათას ფუნტს სთავაზობენ.