3:37 PM 2015 წელს ევროთასების ფინალებს ბერლინი და ვარშავა უმასპინძლებს | |
![]() უეფამ უკვე გამოაცხადა ის ქალაქები, რომლებიც 2014-15 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფინალებს უმასპინძლებენ. უკვე ცნობილია, რომ ჩემპიონთა ფინალი ბერლინის ოლიმპიურ არენაზე, ხოლო ევროპის ლიგის ფინალი ვარშავაში გაიმართება. ბერლინმა 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლა, თუმცა ევროტურნირებზე სერიოზული მატჩი ჯერ არ უნახავს. ადრე მსგავსი პატივი სამჯერ ჰქონდა მიუნხენს, ხოლო ერთხელ- გელზენკირხენს. ვარშავის ნაცინალურმა სტადიონმა ევრო 2012-ის გახსნასა და ნახევარფინალს უმასპინძლა. თუ გახსოვთ, იმ მატჩში იტალიამ გერმანია 2:1 დაამარცხა. "ევროპაში არც ისე ბევრია ისეთი არენა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა შეუძლია. ევროპის ლიგაში მეტი არჩევანია, თუმცა ჩვენ ვარშავა გადავწყვიტეთ. ქალაქი, რომელმაც გასული ევროპის ჩემპიონატიდან სასიამოვნო მოგონებები დაგვიტოვა”, – განაცხადა უეფას გენერალურმა მდივანმა, ჯანი ინფანტინომ. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლისაბონში, ხოლო ევროპის ლიგის- ტურინში გაიმართება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |