8:18 AM “ემიუ” ბეილის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს იხდიდა | |
![]() გარეტმა "წითელ ეშმაკუნებს” უარი "სანტიაგო ბერნაბეუზე” თამაშის სურვილის გამო უთხრა. "ვილიარეალთან” გამართული მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე, რომელშიც "რეალის” შემადგენლობაში გარეტ ბეილის დებიუტი შედგა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ "ტოტენჰემმა” უელსელის ტრანსფერთან დაკავშირებული იმაზე "სარფიანი” წინადადება მიიღო, ვიდრე "ბლანკოსი” სთავაზობდა. დღეს კი, ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბეილის თაობაზე, "მანჩესტერ იუნაიტედმა” "დეზებს” 150 მილიონ ევროიანი ოფიციალური წინადადებით მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ბეილის თანამემამულე, რაიან გიგსიც კი იყო ჩართული, სწორედ ამ უკანასკნელს უნდა დაერწმუნებინა გარეტი "ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგებაში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვინგერმა არსად თამაში არ მოინდომა, გარდა "რეალისა”. წყარო: Lequipe | |
|
სულ კომენტარები: 0 | |