12:19 PM
18 ფეხბურთელი მოხვდა "დეპორტივოსთან" განაცხადში

18 ფეხბურთელია განაცხადში "დეპორტივოსთან" მატჩში.

ტიტო ვილიანოვა ამ მატჩს ბევრი დანაკლისებით ხვდება. დიდი ხანია, რაც ტრავმა ვერ მოიშუშეს პიკემ, პუიოლმა, ალვეშმა და ტიაგომ. ასევე დიდი ხანია, რაც საავადმყოფოში იმყოფებიან ისააკ კუენკა, ერიკ აბიდალი და მუნიესა. ამიტომაც, ტიტომ გადაწყვიტა განაცხადში "ბარსა ბ"-დან კრისტიან ტელიო შეეყვანა. ხალხის სურვილით მან ასევე ჯონათან დოს სანტოსიც შეუშვა "დეპორტივოსთან" განაცხადში.

ბოლო ვარჯიში წვიმაში

პარასკევს დილით, "ბარსას" ფეხბურთელებმა "სიუტატ ესპორტივოზე" დახურულ კარს მიღმა ივარჯიშეს წვიმის გამო. ვარჯიშს "ბარსელონას" თითქმის ყველა ფეხბურთელი ესწრებოდა, ისევე როგორც სარეზერვო გუნდიდან ანხელი და კინტილია.

რაც შეეხება პუიოლს და ალვეშს, ისინი როგორც ხუთშაბათს, ცალკე ჯგუფთან ერთად მუშაობდნენ, ხოლო პიკემ ვარჯიშში გუნდთან ერთად ჩვეულებრივად მიიღო მონაწილეობა.

"ბარსელონას" განაცხადი ასეთია: ვალდესი, პინტო, მონტოია, ადრიანო, ალბა, მასკერანო, ბარტრა, სონგი, ბუსკეტსი, ხავი, სესკი, ინიესტა, დოს სანტოსი, ვილია, მესი, პედრო, ტელიო და ალექსისი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ "დეპორტივო"-"ბარსელონას" თამაში შაბათს, თბილისი დროით ღამის 23:55 გაიმართება.
 

წყარო: fcbarcelona.cat

ნანახია: 280 | დაამატა: RoM@N | ტეგები: 18 ფეხბურთელი მოხვდა დეპორტივოსთან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: