7:54 PM
18 ივნისის სატრანსფერო სიახლეები




გთავაზობთ გუშინდელი დღის სატრანსფერო სიახლეების შეჯამებას.

- "ჰამბურგის” ახალი სპორტული დირექტორი ოლივერ კროიცერი "ბაზელის” მცველებისალექსანდარ დრაგოვიჩისა და ჯუ ჰო პარკის შეძენას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, ამ უკანასკნელის სანაცვლოდ გერმანელებს რვა მილიონი ევროს გამოყოფა მოუწევთ.

წყარო: Hamburger Abendblatt

 

 

- "სანდერლენდმა” "ლივერპულში” წასული გოლკიპერის სიმონ მინოლეს შემცვლელი იპოვნა. ეს ფეხბურთელი ჰოლანდიური "პსვ”-ს 22-წლის კარის დარაჯი იერუნ ზუტია.

წყარო: Daily Mail

 

 

- ლონდონის "არსენალი” "ვესტ ბრომვიჩის” 14-წლის ნიჭიერ ფორვარდ იან დანდას აკვირდება.

წყარო: Daily Mirror

 

 

- "ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში, რომელიც, დიდი ალბათობით, "პსჟ”-ს გაწვრთნაზე უარს იტყვის, ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონასა” და "ინტერნასიონალის” ფორვარდების, შესაბამისად, დავიდ ვილიასა და ლეანდრო დამიაოს შეძენას ეცდება, გარდა ამისა, ახალგაზრდა პორტუგალიელი სპეციალისტის ინტერესების სფეროში "კორინთიანსის” ნახევარმცველი პაულინიოც შედის.

წყარო: Daily Mirror

 

 

- ამავდროულად, "ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა დარწმუნებულია იმაში, რომ გუნდის ამჟამინდელ თავკაცს შეინარჩუნებს და "პსჟ”-ში არ გაუშვებს.

წყარო: The Guardian

 

 

- "ლივერპულმა” დონეცკის "შახტარის” შემტევი ნახევარმცველის გენრიხ მხითარიანის ხელში ჩაგდებისათვის ბრძოლა მოიგო და მოთამაშე ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას სამშაბათს გაივლის. გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდელებმა სომეხი ფეხბურთელის სანაცვლოდ 23 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს.

წყარო: Daily Mirror

 

 

- თუმცა, Daily Mail იტყობინება, რომ "ტოტენჰემის” თავკაცი ანდრე ვილაშ-ბოაში მხოლოდ იმ შემთხვევაში არ ჩაუდგება სათავეში "პსჟ”-ს, თუ "დეზების” ხელმძღვანელობა გუნდის ლიდერ გარეტ ბეილს შეინარჩუნებს.

წყარო: Daily Mail

 

 

- "მან სიტის” ბანაკში დარწმუნებულნი არიან, რომ "მალაგას” პლეიმეიკერ ისკოსთვის ბრძოლაში "რეალს” დაამარცხებენ. შეგახსენებთ, რომ 21-წლის ნახევარმცველს ანდალუსიელები 30 მილიონ ფუნტ სტერლინგად აფასებენ.

წყარო: The Telegraph

 

 

- "ლივერპულს” ლუის სუარესის მიერ პრესაში გაკეთებული განცხადება არ აკმაყოფილებს და ფეხბურთელისგან გაშვების თხოვნას წერილობითი ფორმით ელის. "წითლები” აცხადებენ, რომ, ვითომდა, მათ "რეალისგან” შეთავაზება არ მისვლიათ.

წყარო: Daily Mirror

 

 

- "რეალის” ფორვარდი გონსალო იგუაინი ამ ზაფხულს ლონდონის "არსენალში” გადაბარგებაზე დათანხმდა. ვარაუდობენ, რომ ამ კვირაში "მეთოფეები” მადრიდელებს ოფიციალური წინადადებით მიმართავენ. არსებული ინფორმაციით, ლონდონელები მზად არიან არგენტინელის სანაცვლოდ 22 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

წყარო: Daily Mail

 

 

- "მონაკო”, რომელმაც ამ ზაფხულს სამი გახმაურებული ტრანსფერის განხორციელებისათვის 130 მილიონი ევრო უკვე დახარჯა, კიდევ ერთი ვარსკვლავის შეძენას გეგმავს. ამჯერად, მონაკოელთა სამიზნე "აიაქსის” ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენია, თუმცა, თავად დანიელი ახალგაზრდა, დორტმუნდის "ბორუსიაში” აპირებს გადაბარგებას.

წყარო: Algemeen Dagblad

 

 

- ლონდონის "არსენალს” "რეალ სოსიედადისა” და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველის ასიერ ილარამენდის შეძენა სურს, რომლის ხელში ჩაგდებისთვისაც მადრიდის "რეალიც” იბრძვის, რომელიც, თავის მხრივ, მზადაა ახალგაზრდა ჰავბეკის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

წყარო: Daily Mail

 

 

"მან სიტი”, როგორც ჩანს, "მილანის” შემტევ სტეფან ელ შაარავის შეეშვა და ისკოს მიუბრუნდა. თუმცა, ახალგაზრდა იტალიელი ფორვარდისთვის ბრძოლას განაგრძობენ "პსჟ” და "მონაკო”.

წყარო: La Gazzetta dello Sport

 

 

- "ინტერი” "კალიარის” ერთდროულად სამ ფეხბურთელს აკვირდება – კიპერ მიკაელ აგაცის, ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანს და ფორვარდ მაურისიო პინილიას.

წყარო: La Gazzetta dello Sport

 

 

- "ბეშიქთაში” "ატლეტიკო მინეიროს” პლეიმეიკერ რონალდინიოთი დაინტერესდა. იმისათვის, რათა ბრაზილიელი ევროპაში დაბრუნდეს, თურქი "არწივები” მზად არიან ოთხი მილიონი ევრო გადაიხადონ.

წყარო: Aksam

 

 

- "ნაპოლის” ახალი თავკაცი რაფაელ ბენიტესი "რეალის” ფორვარდ ხოსე კალეხონით დაინტერესდა, თუმცა მადრიდელები გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის დანიშვნას ელოდებიან, ამის შემდეგ კი ფეხბურთელის მომავალი გაირკვევა.

წყარო: Cadena Cope

 

 

გლადბახის "ბორუსია” წინააღმდეგი არაა ჰოლანდიელი პლეიმეიკერი სიმ დე იონგიგაიფორმოს, რომლის ძმაც, ლუკი, გასული სეზონიდან მოყოლებული გლადბახელთა რიგებში უკვე ასპარეზობს.

წყარო: Bild

 

 

- "სენტ-ეტიენის” ფულბეკ ფაუზი გულამს თვალი სერია ა-ს რამოდენიმე კლუბმა დაადგა, ამ გუნდებს შორის არიან "ტორინო” და "სამპდორია”, რომლებიც მზად არიან ფრანგებს ოფიციალური წინადადებით მიმართონ.

წყარო: L’Equipe

 

 

- "ბასტიას” გოლკიპერი მიკელ ლანდრო მოლაპარაკებებს "მონაკოსთან” აწარმოებს, რომელიც ლიგა 1-ში აღზევების შემდეგ გუნდში გამოცდილების მქონე ფეხბურთელების დამატებას ცდილობს.

წყარო: L’Equipe

 

 

- "მარსელი” ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას "გენგამის” ნახევარმცველ ჯანელი იმბულათი აპირებს. კლუბს 20-წლის შემსრულებლის სანაცვლოდ ცხრა მილიონი ევრო აქვს გამზადებული – გარდა ოლიმპიკისა, ახალგაზრდა ფრანგის შეძენით "მონაკო” და "არსენალიც” ინტერესდებიან.

წყარო: La Provence

 

 

- "ბაიერი” ვინგბეკ ბენუა ტრემულინასის ტრანსფერს ამზადებს, რომელიც ამ ზაფხულს, დიდი ალბათობით, "ბორდოს” დატოვებს. "ფარმაცევტებს” ჟირონდელთა ფეხბურთელის ხელში ჩაგდებისათვის ბრძოლაში კონკურენციას "ფულიანი” "მონაკო” გაუწევს.

წყარო: Ouest France

ნანახია: 313 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: