3:24 PM 17-წლამდელები „კასპიის თასის“ ნახევარფინალში არიან | |
![]() საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, „კასპიის თასის" გათამაშების ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში, ბულგარეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანის გუნდს შეხვდება. ბულგარელებთან გამარჯვება გურამ გოშთელიანისა და გიორგი ბერიძის გოლებით მოვიპოვეთ და მატჩი სულ რაღაც ორწუთიან მონაკვეთში მოვიგეთ. ნახევარფინალური შეხვედრები ხვალ, 3 ივნისს გაიმართება – საქართველო vs აზერბაიჯანი და იაპონია vs თურქეთი. მთ.მწვრთნელი – ნოდარ აკობია გოლები: გოშთელიანი (52), ბერიძე (53) სფფ-ის პრესსამსახური | |
|
სულ კომენტარები: 0 | |