9 სექტემბერს, გასული 2012 წელი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალზე, "ივენთ ჰოლში" შეაჯამა, სადაც ხუთ სხვადასხვა ნომინაციაში წლის გამორჩეულები, საუკეთესოთა შორის საუკეთესოები დასახელდნენ.
ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყო და სასიხარულოა, რომ 2012 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდის ტიტული ვასილ მაისურაძის 1995 წელს დაბადებულთა ნაკრებმა დაიმსახურა. მოგეხსენებათ, 2012 წლის გაზაფხულზე, პატარა "ჯვაროსნებმა" ჯერ ელიტრაუნდის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზეს ბრწყინვალედ და შემდეგ, უკვე სლოვენიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე არაერთი დაუვიწყარი წუთი აჩუქეს ქართველ გულშემატკივარს. 17-წლამდელები ევროპის პირველობის ნახევარფინალში გავიდნენ და სულ მცირედი დააკლდათ ფინალამდე.
წლის საუკეთესო ნაკრებისთვის განკუთვნილი ჯილდო ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვეტერანმა ფეხბურთელმა, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა - ვლადიმერ ბარქაიამ გადასცა.