10:04 PM
15 ივნისის სატრანსფერო სიახლეები



ჩვენი საიტი იწყებს ახალ რუბრიკას. ყოველდღიურად გაგაცნობთ წინა დღის სატრანსფერო სიახლეებს.

უესლი სნეიდერი

უესლი სნეიდერი

მოურინიოს "ჩელსიში” სნეიდერი სურს
ლონდონური კლუბის ახალ თავკაცს "სტემფორდ ბრიჯზე” უესლი სნეიდერის ხილვას ურს. შეგახსენებთ,   რომ ეს წყვილი ერთად "ინტერში” მუშაობდა. პორტუგალიელმა ჰოლანდიელის შეძენა უკვე სთხოვა რომან აბრამოვიჩს.
წყარო: Daily Mirror

 

 

 

ლუის სუარესი

ლუის სუარესი

სუარესი მზადაა არდადაგები შეიმციროს, რათა "ლივერპულს” მისი გაშვება აიძულოს
ურუგვაელ ფორვარდს "ლივერპულში” დარჩენა არ სურს. სუარესი მზადაა არდადაგები შეიმციროს, სანაცვლოდ იმისა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას მის გაშვებაზე დაელაპარაკოს.
წყარო: Daily Mirror

 

სკოტ პარკერი

სკოტ პარკერი

დი კანიოს პარკერი "სანდერლენდში” უნდა
"სანდერლენდის” თავკაცს "ტოტენჰემის” ცენტრალური ნახევარმცველის ყიდვა სურს. "დეზები” ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 4 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვენ.
წყარო: Daily Mirror

 

 

286817_thumb[1]

ფელაინი

"არსენალი” მზადაა 80 მილიონი დახარჯოს ფელაინიში და რუნიში
"არსენალის” მწვრთნელ არსენ ვენგერს გუნდის ბიუჯეტიდან 80 მილიონი ფუნტი გამოეყო მარუან ფელაინის და უეინ რუნის შესაძენად.
წყარო: Daily Star

 

 

 

281758_thumb[1]

კოშელნი

"ბარსელონა” "არსენალს” დაუკავშირდა კოშელნის ტრანსფერზე
კატალონიელებს ლორენ კოშელნის შეძენა სურთ. "ბარსელონამ” უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები და ლონდონელებს დაუკავშირდა.
წყარო: Sport

 

 

 

ლევანდოვსკი

ლევანდოვსკი

"ჩელსი” ლევანდოვსკის ტრანსფერზე გადაერთო?
"არისტოკრატები” შესაძლოა ედინსონ კავანისთვის ბრძოლას გამოეთიშონ, ვინაიდან ურუგვაელში საკმაოდ დიდ თანხას ითხოვს "ნაპოლი”. ალტერნატიულ ვარიანტად რობერტ ლევანდოვსკი განიხილება.
წყარო: Metro

 

 

214063_thumb[1]

პაპადოპულოსი

"ლივერპული” და "მანჩესტერ იუნაიტედი” პაპადოპულოსზე ნადირობენ
"შალკეს” ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ორი ინგლისური გრანდის ყურადღების ქვეშ მოექცა. გერმანელები ბერძენ მცველში 22.5 მილიონ ევროს ითხოვენ.
წყარო: Bild

ნანახია: 337 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: