14 იანვარს, სფფ-ში უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელების „12-თა საბჭოს" სხდომა გაიმართა. ახალ 2013 წელს, საბჭო პირველად შეიკრიბა.
შეხვედრაზე ათი კლუბის წარმომადგენელი გამოცხადდა. არ ესწრებოდნენ მხოლოდ ბათუმის „დინამოსა" და „ზუგდიდის" წარმომადგენლები.
სხდომა სტადიონების ლიცენზირების თემით სფფ-ის პრეზიდენტმა გახსნა. მისი თქმით, უეფამ ძალზე გაამკაცრა წესები, ხოლო სფფ-ის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რამდენიმე კლუბს ჯერ კიდევ მოუწესრიგებელი აქვს სტადიონების ინფრასტრუქტურა. „უეფაში ლიცენზირების პერიოდი თებერვლიდან აპრილამდეა. საუბარია იმ სტადიონების ლიცენზირებაზე, სადაც ევროთასებზე გასულმა გუნდებმა უნდა ითამაშონ. რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ კლუბები ჯერ კიდევ აგვისტოში გავაფრთხილეთ, რომ 2013 წლის 1 იანვრიდან ლიცენზირების მოთხოვნები გამკაცრდებოდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე სტადიონზე სერიოზული პრობლემებია. ჩვენ უკვე გავუგზავნეთ წერილები „სიონს", „ჩიხურას", ფოთის „კოლხეთს", ქობულეთის სტადიონს და მარტვილის „მერანს".ასე რომ, თუ ეს კლუბები ჩემპიონატის განახლებამდე არ მოაგვარებენ პრობლემებს, მათ თავიანთ სტადიონებზე თამაში აეკრძალებათ და თამაშებს ნეიტრალურ მოედნებზე ჩაატარებენ. აქ საუბარია ვიპ-ადგილებზე, გასახდელებზე, უსაფრთხოების ნორმებზე და ა.შ" -განაცხადა ზვიად სიჭინავამ.
ამის შემდეგ, საბჭოს წევრებს განსახილველად დაურიგდათ ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის კალენდრის უკვე შემუშავებული ვარიანტი. კლუბებმა კალენდარი მოიწონეს; ხოლო საშეჯიბრო კომიტეტი ამ ვარიანტს დასამტკიცებლად უკვე აღმასკომს წარუდგენს. დამტკიცების შემდეგ კი, სრული ვარიანტი სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.
დღევანდელ შეხვედრას, ასევე ესწრებოდა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - თემურ ქეცბაია. მან კლუბების ხელმძღვანელებს ის წინადადება გააცნო, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ნაკრების მწვრთნელების გაფართოებულ შეხვედრაზე შეიმუშავეს. კერძოდ, საუბარია ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც უმაღლესი ლიგის ყველა კლუბის მინიმუმ 18-კაციან განაცხადში უნდა ხვდებოდეს ორი 19-21 წლის ფეხბურთელი მაინც, რათა უფროსი კოლეგების გვერდით გაიზარდონ და მეტი სათამაშო გამოცდილება მიიღონ.
„რამე გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, თორემ, აგერ უკვე რამდენი ხანია ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნით. მართლაც რომ შთამბეჭდავი წარმატებები გვაქვს 17 და 19 -წლამდე ნაკრებებში. ამის შემდეგ კი, ამ ახალგაზრდებს ვკარგავთ. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება 21-წლამდელთა ნაკრების შედეგებზე. ეს ბიჭები უთამაშებლები არიან, შემადგენლობაში ვერ ხვდებიან, მიდიან უაზრო სინჯებზე და ასე შემდეგ... ჩვენი ინიციატივა იმას ემსახურება, რომ ჩვენს ფეხბურთს თაობა გავუზარდოთ და ის ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობენ, არ დავკარგოთ და განვითარების საშუალება მივცეთ, უფრო მოტივირებულები გავხადოთ" - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
საკითხის გარშემო ხანგრძლივი კამათი და მსჯელობა გაიმართა. კლუბების წარმომადგენლებმა განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს. „ზესტაფონის" პრეზიდენტმა - ილი კოკაიამ კი, განაცხადა, რომ ის თავის კლუბში ამ პოლიტიკას აუცილებლად გაატარებს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსს მისცემს. რამდენიმე კლუბმა ნაკრებების მწვრთნელების ინიციატივა არ გაიზიარა და გამოთქვეს ვარაუდი, რომ ამ წესის შემოღების შემთხვევაში, კლუბებს გარკვეული მიმართულებებით პრობლემები შეექმნებათ. კერძოდ, დაიჩაგრებიან ასაკოვანი ფეხბურთელები; რომ შესაძლოა, ამან გუნდების შედეგებზე გავლენა იქონიოს და ა.შ.
დღევანდელ სხდომაზე საბოლოოდ დადასტურდა ჯერ კიდევ გასულ წელს, კლუბების მიერ შემოთავაზებული ერთი ინიციატივის ოფიციალურად დაკანონებაც. საუბარია, ლეგიონერებზე სავალდებულო გადასახადის მოხსნაზე (15 ათასი ლარი). როცა სფფ-ის აღმასკომი ამ საკითხსაც დაამტკიცებს, ძალაში შევა წესი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბები, პირველ სამ დამატებულ ლეგიონერზე სავალდებულო შემოსატანს აღარ გადაიხდიან. ხოლო სამს ზემოთ, ყოველ ახალ ლეგიონერზე გადასახადის გადახდა კვლავ მოუწევთ. ეს შეღავათი არ გავრცელდება ჩემპიონატის პირველ და ქვედა ლიგებზე.
ილია კოკაია: „ლეგიონერებთან დაკავშირებული საკითხი, ჩვენი, კლუბების ინიციატივა იყო და ვთვლით, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. თუმცა, ფედერაციის პოზიციაც აბსოლუტურად გასაგებია, რომ არ სურდათ ჩემპიონატში დაბალი დონის ლეგიონერების შემოდინება მომხდარიყო. საბოლოოდ, ფედერაცია ამ შეღავათზე დაგვთანხმდა. ექსპერიმენტის სახით, ერთი წელი დავაკვირდებით, რა შედეგებს მოგვიტანს ეს ცვლილება და თუ არ გაამართლებს, მის გაუქმება პრობლემა არ იქნება.