12:51 PM
11 საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი, რომლებიც ევროპის სხვადასხვა წამყვან ჩემპიონატებში თამაშობენ




11. მიკელ არტეტა ("არსენალი")

სან-სებასტიანში დაბადებულ ფეხბურთელს ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ ნახევარი წელიწადი აქვს გატარებული, იგი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში არასდროს გამოუძახიათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის ერთ-ერთ საუკეთესო ესპანელ ფეხბურთელადაა მოხსენიებული. არტეტამ გლაზგოს "რეინჯერსთან" ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, ექვსი სეზონის განმავლობაში "ევერტონის" ლიდერი იყო, ახლა კი უკვე ნახევარი წელიწადია, რაც ლონდონის "არსენალში" ასპარეზობს. მიკელი სტაბილურად ხვდება პრემიერ ლიგის საუკეთესო საგოლე პასების ფეხბურთელთა სიაში. მართალია, მიმდინარე სეზონში არტეტას ბევრი საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც იგი წარმართავს "მეთოფეების" შეტევებს და მიმდინარე სეზონში რამოდენიმე საჭირო გოლიც აქცს გატანილი.

10. ფერნანდო ტორესი ("ჩელსი")

"ლივერპულში" იგი ძალიან ბევრს იტანდა, თუმცა ტიტულებს ვერ იგებდა, "ჩელსიში" ძალიან ცოტას იტანს, თუმცა ტიტულებს იგებს. გასულ წელს ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის თასის მოგება ფერნანდოსთვის ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი მოპოვებული ტიტულები აღმოჩნდა - აქამდე ელ ნინიოს მხოლოდ 2002-წელს მოგებული სეგუნდა დივიზიონის ტიტული ამშვენებდა. არა აქვს მნიშვნელობა რამდენი გულშემატკივარი და ადამიანი აცხადებს, რომ "ჩელსისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების 9-ე ნომერი სათანადო თამაშს ვერ აჩვენებს, იგი ამ სიაში ნამდვილად დამსახურებულად იმყოფება, მან ხო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს 2008-წელს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, იგი ხო ევროპის 2012-წლის ჩემპიონატის გამარჯვებული და საუკეთესო ბომბარდირი გახდა...

9. დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი")

11 საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი, რომლებიც ევროპის სხვადასხვა წამყვან ჩემპიონატებში თამაშობენ

იმ ორი სეზონის შემდეგ, რომლებიც დავიდ დე ხეამ მადრიდის "ატლეტიკოში" გაატარა მას ძალიან ბევრი ბურთის აღება მოუწია, რადგან იმ დროისთვის "როხიბლანკოს" დაცვის ხაზი "არაფრად ვარგოდა". "იუნაიტედში" გადაბარგების შემდეგ დავიდის სიტუაცია შეიცვალა: მის კართან ბევრი მომენტი არ იქმნება, გარდა ამისა, რაც არუნდა გასაკვირი იყოს მას ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად ანდრეს ლინდეგაარდთან ბრძოლა უწევს. მიუხედავად ამისა, ესპანელ გოლკიპერს მიმდინარე სეზონში უფრო ნაკლები გოლი აქ გაშვებული ვიდრე ლინდეგაარდს. დავიდის მთავარი პრობლემა სტუმრად გამართული მატჩებია, სადაც იგი ისე თამაშს ვერ ახერხებს, როგორც ამას შინ აკეთებს. 22-წლის გოლკიპერი პროგრესირებას განაგრძობს და ყოველდღე თამაშის სხვადასხვა კომპონენტებს აუმჯობესებს.

8. სესარ ასპილიკუეტა ("ჩელსი")

ვისენტე დელ ბოსკემ 2012-წლის მსოფლიო ჩემპიონატის გაფართოებულ შემადგენლობაში 30 კანდიდატს შორის შეიყვანა 20-წლის სესარ ასპილიკუეტა, რომელიც იმ დროს ამ განაცხადში დავიდ დე ხეას შემდეგ მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლებოდა. "ოსასუნაში" შესანიშნავი თამაშის წყალობით მან "მარსელის ოლიმპიკის" ყურადღება მიიპყრო და სწორედ ამ გუნდში გადავიდა. თუმცა, სესარისთვის ფრანგული კარიერა კარგად არ დაწყებულა მან მოსკოვის "სპარტაკთან" მატჩში საკუთარ კარში გაიტანა გოლი შემდეგ მძიმე ტრავმა მიიღო და ნახევარი წლით ფეხბურთს ჩამოშორდა, მიუხედავად ამისა ტრავმის მოშუშების შემდეგ იგი დაბრუნდა და საოცარი მატჩების სერიაც აჩვენა. სწორედ ამ მატჩების შემდეგ დაინტერესდა მისი გადაბირებით ლონდონის "ჩელსი" და გასულ ზაფხულში გადაიბირა კიდეც სესარი. ახლა მას დაცვის ხაზის მარჯვენა ფლანგზე ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად პაულო ფერეირასთან და ბრანისლავ ივანოვიჩთან უწევს კონკურენცია, თუმცა ეს უკანასკნელი ბოლო პერიოდში ცენტრალურ მცველად იქცა, რაც ასპილიკუეტას ძირითად შემადგენლობაში გამოჩენის საშუალებას აძლევს, რადგან ფერეირა ვეტერანი ფეხბურთელია. რობერტო დი მატეოს ხელმძღვანელობის დროს იგი დიდ დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა, თუმცა გუნდში რაფაელ ბენიტესის მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეცვალა, ახლა ასპილიკუეტა "ჩელსის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლება.

7. დანიელ კარვახალი ("ლევერკუზენი")

11 საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი, რომლებიც ევროპის სხვადასხვა წამყვან ჩემპიონატებში თამაშობენ

20-წლის მარჯვენა ბეკმა, რომელიც მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილია, გასულ სეზონში "ბლანკოსის" დუბლშემადგენლობაში შესანიშნავი თამაშის წყალობით სწორედ მას მოიხსენიებდნენ "რეალის" პირველ გუნდში თამაშის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად. მიუხედავად ამისა, მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობამ კარვახალი პირველ გუნდში გადმოყვანის მაგივრად გერმანულ "ლევერკუზენში" 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდა. ამ დროისთვის, როდესაც "რეალს" არბელოას ტრავმების გამო დაცვის მარჯვენა ფლანგზე სერიოზული პრობლემები აქვს დანიელი "ბაიერში" თამაშით ყველას აკვირვებს.

მიმდინარე სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში ჩატარებული 15 მატჩის შემდეგ კარვახალმა 5 საგოლე პასი და 1 გოლი გაიტანა და სწორედ მან შეიტანა ლომის წვლილი იმაში, რომ პირველი ნახევრის შემდეგ "ლევერკუზენი" ჩემპიონატში მეორე ადგილზე იმყოფება და მოქმედ ჩემპიონს დორტმუნდის "ბორუსიას" სამი ქულით უსწრებს. კარვახალი ფენომენალურ სისწრაფეს ფლობს, კარგად ხედავს მოედანს, შესანიშნავია დაცვაში და ამასთანავე საოცარი, ესპანური პასი აქვს. მადრიდულ გრანდს მისი გამოსყიდვა კონტრაქტში ჩადებული პირობების თანახმად მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ 8 მილიონ ევროდ შეუძლია, 3 მილიონით მეტი იმაზე, რამდენითაც გაყიდა.

6. ხავი მარტინესი ("ბაიერნი")

"ატლეტიკს" საკუთარი გუნდის მთავარი ლიდერის შენარჩუნება სურდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. ნახევარმცველი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის მიუნხენის "ბაიერნის" შემოთავაზებას დათანხმდა და როგორც მოგახსენეთ, ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადავიდა, სადაც ამჟამად წელიწადში ხელფასის სახით 2 მილიონ ევროს იღებს. "ბილბაომ" ამ ტრანსფერით დიდი თანხა მიიღო, თუმცა გუნდის ნამდვილი ლიდერი დაკარგა, რაც გუნდზე აისახა კიდეც.

ხავი მარტინესის ტრანსფერი გერმანიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერად შეირაცხა. ყველა ელოდებოდა, რომ იგი გერმანიაში გაიბრწყინებდა საოცარ ფეხბურთს ითამაშებდა, თუმცა ეს ვარაუდი არ გამართლდა - ხავი მარტინესმა პირველ მატჩში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. მიუხედვად ამისა "ბაიერნის" თავკაცი იუპ ჰაინკესი მას სათამაშოდ ძალიან დიდ დროს აძლევდა, აცხადებდა, რომ მას ადაპტაციისთვის დრო სჭირდებოდა და მართალიც აღმოჩნდა, ახლა ბასკი ფეხბურთელი "ბაიერნის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლება. მან "ბაიერნის" რიგებში უკვე მოახერხა რამოდენიმე ძალიან საჭირო გოლის გატანა და მათგან ერთ-ერთი გოლი-შედევრი გამოდგა. 24-წლის ნახევარმცველი შეგვიძლია უნივერსალ ფეხბურთელად ჩავთვალოთ, მას როგორც დაცვის ისევე ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. იგი ჯერ კიდევ იზრდება, როგორც ფეხბურთელი.

5. ბორხა ვალერო ("ფიორენტინა")

11 საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი, რომლებიც ევროპის სხვადასხვა წამყვან ჩემპიონატებში თამაშობენ

მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი ბორხა ვალერო 2008/09 წლების სეზონში "ვესტ ბრომვიჩის" შემადგენლობაში ვერ ბრწყინავდა, რომელიც პრემიერ ლიგიდან გავარდა. ამის შემდეგ იგი ესპანეთში დაბრუნდა, სადაც "მალიორკას" ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად იქცა და დამსახურებულად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი, ჟურნალ Don Balon-ის მიხედვით. ჩემპიონთა ლიგაზე ბორხას დებიუტი უკვე ერთი წლის შემდეგ შედგა, როდესაც იგი "ვილიარეალში" ასპარეზობდა, სადაც გუნდის მთავარი წამყვანი ფიგურა იყო, მან იმ სეზონში ნახევარდაცვის თითქმის ყველა პოზიციაზე ითამაშა - აკეთებდა საგოლე პასებს, იტანდა გოლებს. ამ შესანიშნავად ჩატარებულმა მატჩებმა ბორხა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახა და მისი დებიუტი 2011-წელს აშშ-ს წინააღმდეგ შედგა.

გასულ სეზონში "ვილიარეალის" მოულოდნელი გავარდნის გამო, ბორხამ კლუბი დატოვა, იგი ძალიან ახლოს იყო "მალაგაში" გადასვლასთან, თუმცა ეს ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა, რის გამოც მას სხვა შემოთავაზებების განხილვა დასჭირდა და "ფიორენტინას" მიაშურა. მიმდინარე სეზონში 27-წლის ნახევარმცველი საოცარ სეზონს ატარებს, პირველი ნახევრის შემდეგ იგი სერია ა-ს საგოლე პასების სიას 8 გაკეთებული საგოლე გადაცემით ლიდერობს. სწორედ მისმა ეფექტურმა გოლმა მოუტანა ფლორენციელებს "სან სიროზე" გამარჯვება. "ფიორენტინას" სქემა 3-5-2 ბორხას შესანიშნავად ეწყობა - ვალერო ნახევარდაცვის ხაზის ცენტრში თავს შესანიშნავად გრძნობს და საოცარ პასებს აკეთებს, ამავდროულად რამოდენიმე გოლიც აქვს გატანილი, ერთი სიტყვით იგი "იების" მთავარი წამყვანი ფიგურაა.

4. დავიდ სილვა ("მანჩესტერ სიტი")

"ვალენსიაში" ჩატარებული ოთხი საოცარი სეზონის შემდეგ, დავიდ სილვამ "სიტის" მაისური მოირგო, სადაც დღესაც შესანიშნავად ასპარეზობს, გასულ სეზონში მან 17 საგოლე გადაცემა გააკეთა, რომელთაგან ერთ-ერთი "ქუინზ პარკთან" გაკეთებული პასი იყო, რომელმაც შეიხი მანსურის კლუბს პრემიერ ლიგის ტიტული მოუტანა. ასევე, ევროპის 2012-წლის ჩემპიონატზე 21-მა ნომერმა შესანიშნავად ითამაშა, ფინალში, გაიტანა გადამწყვეტი გოლი და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ზედიზედ მეორედ მოუტანა ევროპის საუკეთესო ნაკრების წოდება. მიუხედავად ამ მიღწევებისა, მიმდინარე სეზონში სილვა ჩვეულ ფორმაში არ იმყოფება, სწორედ ამიტომ არ იმყოფება იგი ამ სიის სათავეში.

3. მიჩუ ("სუონსი")

11 საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი, რომლებიც ევროპის სხვადასხვა წამყვან ჩემპიონატებში თამაშობენ

24-წლამდე მიჩუ მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ესპანეთის დაბალი დივიზიონების კლუბების ღირსებას იცავდა, რვა სეზონის განმავლობაში, რომელიც მან "ოვიედოსა" და "სელტაში" გაატარა 6 გოლზე მეტს ვერ იტანდა. "სელტასა" და "ბარსელონა ბ"-ს მატჩში კი მან "რაიო ვალეკანოს" ყურადღება მიიპყრო, ამ უკანასკნელმაც კი ეს ფეხბურთელი შეიძინა და გასულ სეზონში "რაიოს" მაისურით ლა ლიგაში 15 გოლიც გაიტანა. ფეხბურთელი პრიმერა დივიზიონის ბინადარ კლუბს "რეალთან" მიღებული წითელი ბარათის შემდეგ გამოემშვიდობა და ინგლისში გადავიდა, სადაც "სუონსის" მაისური მოირგო.

უელსურმა "სუონსიმ" მიჩუ "რაიოსგან" სულ რაღაც 2 მილიონ ფუნტ სტერლინგად იყიდა, ესპანელი ფეხბურთელი კი "სუონსიში" უფრო კარგად ათამაშდა, ვიდრე "რაიოში", იგი მიმდინარე სეზონს საოცრად ატარებს, პირველი ნახევრის შემდეგ მის ანგარიშზე 17 ჩატარებულ შეხვედრაში 12 გატანილი გოლია, რაც დამეთანხმებით პრემიერ ლიგის დებიუტანტი ფეხბურთელისთვის შესანიშნავი შედეგია. ვისენტე დელ ბოსკემაც არ დააყოვნა და 26-წლის ასტურიელი თავდამსხმელი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახა და სავსებით შესაძლებელია, "ლა როხაში" მისი დებიუტი ურუგვაის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგეს.

2. სანტი კასორლა ("არსენალი")

ამ სიაში მეორე ადგილზე "რეალ ოვიედოს" აღზრდილი ფეხბურთელი სანტი კასორლა გავიდა. თანაც, უნდა გამოვტყდეთ, რომ ამ ფეხბურთელებს შორის ყველაზე ტექნიკურია. ნახევარმცველი საოცარ ტექნიკას ფლობს და ამას პრემიერ ლიგის მატჩებშიც ადასტურებს. კასორლას შესანიშნავი დარტყმა, პასი და მოედნის ხედვა აქვს, მის მიერ გატანილი არაერთი ულამაზესი გოლი გვინახავს, თუნდაც გასულ სეზონში, როდესაც იგი ჯერ კიდევ "მალაგას" ღირსებას იცავდა, მადრიდის "რეალის" კარში საჯარიმო დარტყმით გატანილი გოლი, მას ისეთ ფეხბურთელსაც კი ადარებენ, როგორიც ხავი ერნანდესია. "არსენალში" იგი კარიერის საუკეთესო დროს ატარებს, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე გატანილი 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

1. ხუან მატა ("ჩელსი")

11 საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი, რომლებიც ევროპის სხვადასხვა წამყვან ჩემპიონატებში თამაშობენ

24-წლის კიდევ ერთი ესპანელი ფეხბურთელი ხუან მატაც "რეალ ოვიედოს" აღზრდილია, მან "ჩელსის" შემადგენლობაში პირველივე სეზონში მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის თასი. სწორედ მისი საგოლე გადაცემით გაათანაბრა ჩემპიონთა ლიგის ფინალის 88-ე წუთზე დიდიე დროგბამ "ბაიერნთან" ანგარიში, სწორედ მისი გამარჯვების გოლის წყალობით მოიპოვა "ჩელსიმ" ინგლისის თასის ტიტული. სულ, გასულ სეზონში მატამ 12 გოლი და 23 საგოლე პასი გააკეთა, მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში კი მას უკვე ყველა ტურნირზე გატანილი 13 გოლი და გაკეთებული 16 საგოლე გადაცემა აქვს. მიუხედვად ამისა, ევროპის 2012-წლის ჩემპიონატზე მატამ ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისური მხოლოდ ერთ მატჩში მოირგო, ისიც ფინალში, 88-ე წუთზე გამოვიდა მოედანზე და დარჩენილ დროში გოლის გატანაც მოახერხა. იგი ამ სიაში პირველ ადგილს დამსახურებულად იკავებს.
ნანახია: 301 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: