9:35 PM
10 საუკეთესო ბომბარდირი არგენტინის ისტორიაში



პარაგვაისთან გატანილი ორი გოლის წყალობით ლეო მესი არგენტინის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-2 ადგილზე გადავიდა. ალბათ, არ უნდა გაგიჭირდეთ გამოცნობა, თუ ვის აქვს ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი გატანილი.

გონსალო იგუაინი – 21 გოლი 34 მატჩში. "ნაპოლის” ახალწვეული არგენტინის ნაკრებში დაახლოებით 4 წელია თამაშობს, თუმცა უკვე მოახერხა საუკეთესო ბომბარდირთა 10-ეულში მოხვედრა.

ხოსე სანფილიპო – 21 გოლი 29 მატჩში. არგენტინული საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ბომბარდირი. მან 5 წელი გაატარა ნაკრებში. 1962 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. მაშინ არგენტინელებმა ჯგუფიდან გასვლაც ვერ შეძლეს. სანფილიპომ ინგლისელებთან წაგებულ მატჩში გაიტანა გოლი. ის გახლდათ "სან ლორენსოს” ლეგენდა.

ერმინიო მასანტონიო – 21 გოლი 19 მატჩში. "ურაკანის” ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი. მან 30-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, 40-იანი წლების პირველ ხანებამდე იმაზე მეტი გოლი გაიტანა ნაკრებში, ვიდრე ითამაშა.

დანიელ პასარელა – 22 გოლი 70 მატჩში. ის გახლდათ ამპლუით მცველი, თუმცა საუკეთესოდ შეეძლო შეტევებში ჩართვა და უნაკლოდ ასრულებდა ჯარიმებსა თუ პენალტებს. ამის გამო, არგენტინის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. 1978 წელს ნაკრები მსფოლიოს ჩემპიონობამდე კაპიტნის სტატუსით მიიყვანა. 86-ში არ უთამაშია, რადგან მრადონასთან და ბილარდოსთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, ამას ავადმყოფობაც დაერთო. შემდეგ მრავალ კლუბსა და ნაკრებს წვრთნიდა, ამჟამად კი "რივერ პლეიტის” პრეზიდენტია.

ლეოპოლდო ლუკე – 22 გოლი 45 მატჩში. 1978 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინალურ ტურნირზე 4 ბურთის გატანა შეძლო. ალბათ მეტსაც გაიტანდა, რამდენიმე თამაშის გამოტოვება რომ არ მოწეოდა. იმ პერიოდში მისი ძმა ავტოკატასტროფაში მოყვა.

ლუის არტიმე – 24 გოლი 25 მატჩში. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც საოცარი შედეგიანობით გამოირჩა. მონაწილეობას იღებდა 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც არგენტინა მეოთხედფინალში ინგლისთან დამარცხდა. არტიმემ ტურნირზე 3 გოლი გაიტანა, აქედან 2 – ესპანელთა კარში. ფოტო: არტიმე ესპანეთთან ანგარიშს ხსნის.

უბრალოდ დიეგო მარადონა – 34 გოლი 91 მატჩში. 1986 წელს ასე გაუტან მან პიტერ შილტონს ის, ცნობილი გოლი.

ერნან კრესპო – 35 გოლი 64 მატჩში. 90-იანების ბოლოდან მოყოლებული 2000-იანების დასაწყისამდე ეს ფორვარდი ნამდვილად ბრწყინავდა არგენტინასა და ევროპაში. დღევანდელ მაყურებელსაც უნდა ახსოვდეს ის. ერნან კრესპო არის 3 მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. ფოტო: 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე კოტ-დ’იუვარის ნაკრების კარში გააქვს გოლი.

უბრალოდ ლიონელ მესი – 37 გოლი 83 მატჩში. მთავარი მიღწევები ჯერ კიდევ წინ აქვს.

გაბრიელ ბატისტუტა – ჯერჯერობით არგენტინის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი. 56 გოლი 78 მატჩში. მან 10 გოლი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიტანა (1994, 1998 და 2002 წლებში) . შეიძლება ითქვას, რომ ბატისტუტა მესის ახალი მიზანია.

ნანახია: 413 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: