11:27 AM 10 ფეხბურთელი, რომლებიც მხოლოდ ლამაზ გოლებს იტანენ | |
![]() იბრაჰიმოვიჩი, ანრი, ბერბატოვი და სხვა ფეხბურთელები, რომელთა მიერაც გატანილი გოლები ჩვენ ყოველთვის დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. ზლატან იბრაჰიმოვიჩი საკუთარი 14-წლიანი კარიერის განმავლობაში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვიდი კლუბი გამოიცვალა, თანაგუნდელებთან და მთავარ მწვრთნელებთან მომხდარი კონფლიქტების გამო კი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე "ცუდი” ადამიანის სახელი "მოიხვეჭა”. ცუდი ადამიანი – შესანიშნავი ფეხბურთელი. ყველა გუნდში ზლატანი უამრავ გოლებს იტანდა და ამას ძალიან, ძალიან ლამაზად აკეთებდა. დიმიტარ ბერბატოვი XXI-ე საუკუნის საუკეთესო ბულგარელი ფეხბურთელი და თავდამსხმელი "მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში ძალიან ბევრ გოლს იტანდა, თუმცა ვერა და ვერ ათამაშდა ისე, როგორც ამას ლევერკუზენის "ბაიერში” აკეთებდა. ახლა ბერბატოვი "ფულემში” იტანს ლამაზ გოლებს. გარეტ ბეილი ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელმა მხოლოდ გასულ თვეში ყველა ტურნირზე 8 გოლის გატანა მოახერხა. გადაავლეთ თვალი ამ გოლებს, რომელი მათგანი არაა ლამაზი? ფაბიო კვალიარელა ეს თავდამსხმელი საოცარი თვისებებით გამოირჩევა, ერთ შეხვედრაში რამოდენიმე ლამაზი გოლის გატანაც კი შეუძლია, თქვენს წინაშეა: ფაბიო კვალიარელა. მარტინ ირანეკი გოლი, რომელიც ჩეხმა მარტინ ირანეკმა "ყუბანის” კარში გაიტანა, ძალიან ბევრს დიდხანს ემახსოვრება. ეს გოლიც ძალიან ლამაზი გამოდგა. ალესანდრო დიამანტი იტალიელ ნახევარმცველს კარიერის განმავლობაში სერია ა-ში, ბ-ში, ც-ში და "ვესტ ჰემშიც” უთამაშია, სამი წლის წინ კი, იტალიის ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს. მთელი ამ დროის განმავლობაში იგი ულამაზეს გოლებს იტანდა. დეიან სტანკოვიჩი ძალიან ბევრს ჰგონია, რომ დეიან სტანკოვიჩს, ხავიერ ძანეტის მსგავსად, მთელი პროფესიონალური კარიერა "ინტერში” აქვს გატარებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე არაა, სერბი სუპერვარსკვლავი სწორედ აპენინებზე თამაშისას გახდა. ტიერი ანრი ეს ის შემთხვევაა, როდესაც უბრალოდ სიტყვები არ გყოფნის. პოლ პოგბა ფრანგი, რომელიც გასულ ზაფხულს გადაბარგდა "ემიუდან” "იუვენტუსში”, ჯერ 20-წლისაც არაა, და პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, ანუ ორი წლის განმავლობაში, მან სულ ხუთი გოლი გაიტანა. თუმცა, ოთხი მათგანი – ძალიან ლამაზი გასროლები გამოდგა, ერთი კი – 94-ე წუთზე თავით გატანილი ბურთი. ხუან არანგო ვინგერი, მეტსახელად "ურაგანი”, ბუნდესლიგაში მეოთხე სეზონს ატარებს – კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც მოსაწყენი გოლების გატანა არ იცის. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |